30 განსხვავება მდიდარსა და გაჭირვებულ ადამიანს შორის

   at    No comments:
 


1. მდიდრები ზოგავენ ფულსაც და დროსაც.

2. გაჭირვებულები ხარჯავენ ყველაფერს რასაც გამოიმუშავებენ - მდიდრები კი გამომუშავებულს საქმეში დებენ.

3. გაჭირვებული მიმტანს გულუხვად უხდის, მდიდარი კი - თავს იკავებს.

4. გაჭირვებული ყიდულობს იმ ფასად, რა ფასადაც სთავაზობენ, მდიდარი კი - მოითხოვს ფასდაკლებას.

5. გაჭირვებული ყოველთვის იხდის ორჯერ - თავისი სიბრიყვის გამო.

6. მდიდარს არასოდეს აქვს ზედმეტი ფული, გაჭირვებულს კი - ყოველთვის აქვს.

7. მდიდარი თავს უფლებას არ მისცემს რამე სპონტანურად იყიდოს.

8. უზრუნველყოფილი ადამიანის წესია: „ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდრები, რომ ვიყიდოთ იაფი ნივთები“.

9. მდიდარი ცხოვრობს გამოზოგილად - ხოლო გაჭირვებულს თავი შეიხად მოაქვს.

10. გაჭირვებული ისე შოულობს ფულს, როგორც გამოსდის, ხოლო მდიდარი ეძებს გზებს თუ როგორ იშოვოს ყველაფრიდან.

11. გაჭირვებული ეხმარება გაჭირვებულს, მდიდარი კი - მდიდარს.

12. მდიდარი ფულს იმაში დებს, რაც შემოსავალს მოუტანს - ხოლო გაჭირვებული დებს იმაში რაც ხარჯს მოუტანს.

13. მიეცი მდიდარს ლარი და იგი მილიონს იშოვის, მიეცი გაჭირვებულს მილიონი და იგი მას დაკარგავს.

14. მდიდარი აკონტროლებს ხარჯს - გაჭირვებულმა კი არ იცის, თუ სად წავიდა თავისი ფული.

15. გაჭირვებული ფიქრობს და საუბრობს ფულის შესახებ - მდიდარი კი დუმს.

16. გაჭირვებულისათვის ფული არის ცხოვრების მიზანი, ხოლო მდიდარისთვის - შესაძლებლობა

17. მდიდარი მართავს ფულს, ხოლო ფული მართავს გაჭირვებულს.

18. გაჭირვებული ცხოვრობს კრედიტით.

19. მდიდარი აზროვნებს კონკრეტული ამოცანებითა და ციფრებით.

20. გაჭირვებულს ყოველთვის რაღაც სჭირდება.

21. „სულიერ ადამიანს არც ფული შეუშლის ხელს და არც ძალაუფლება“.

22. გაჭირვებული გაჭირვებულია ყველაფერში.

23. მიეცი გაჭირვებულს სიმდიდრე და დაინახავ მის სისუსტეებს.

24 თუ მდიდარი ადამიანი, რომელიც ნამდვილად მდიდარია, კარგავს ყველაფერს, იგი არ იცვლება.

25. გაჭირვებული ვერ იტანს მდიდარს, მდიდარს კი გაჭირვებულისთვის არ სცალია.

26. მდიდარი უსმენს გაჭირვებულს, ხოლო გაჭირვებულს არ ესმის მდიდრის.

27. გაჭირვებულისთვის ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა - ხოლო მდიდარი ყველაფრის მიზეზს საკუთარ თავში ეძებს.

28. ყველა გაჭირვებულში იმალება მდიდარი ადამიანი.

29. გაჭირვებული გამოირჩევა სულსწრაფობითა და მოთმენის უუნარობით.

30. ყველა მდიდარი არ არის ნამდვილად მდიდარი.

No comments:

Post a Comment

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli