ვირუსული მარკეტინგი. როგორ შევქმნათ „ვირუსი“?

   at    No comments:
 


ვირუსული მარკეტინგი მართლაც ძალიან მაგარია. იმის მაგივრად, რომ ხარჯოთ დიდი ფული თქვენი პროდუქტის რეკლამირებაზე, თქვენი თაყვანისმცემლები მთელ სამუშაოს თქვენს მაგივრად
გააკეთებენ და თქვენ 1 თეთრის დახარჯვაც კი არ მოგიწევთ! სარეკლამო კამპანია თქვენი მოქმედებისგან დამოუკიდებლად გავრცელდება, რაც ჩვეულებრივ რეკლამაზე 100-500-ჯერ უფრო ეფექტურია.




როგორ შევქმნათ ვირუსული ეფექტი:

1. გამოაცდევინეთ ხალხს ემოცია. თქვენ უნდა შეგეძლოთ ისე გამოხატოთ იდეა, რომ აიძულოთ ხალხს უყვარდეთ ან სძულდეთ, იყვნენ ძალიან ბედნიერები ან გაბრაზებულები, იდიოტები ან გენიოსები. არც ეცადოთ, რომ „ყველას“ მოაწონოთ თქვენი იდეა.

2. გააკეთეთ რამე მოულოდნელი. თუ გინდათ, რომ ხალხმა შეგამჩნიოთ, დაშოკეთ, გააკეთეთ ისეთი რაღაც, რასაც ყველა არ აკეთებს და არასოდეს მიბაძოთ სხვას!

3. მიეცით ხალხს თქვენი ვირუსული ინფორმაციის გადმოწერის, გაზიარების საშუალება. მომხმარებელს უნდა შეეძლოს მოსახერხებელ ფორმატში გადმოწეროს ან უყუროს ვიდეოს და სურათებს, რაც მას თავის ბლოგზე ადვილად განთავსებაში, მეგობართან გაგზავნაში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებასა და ფორუმებზე გააზიარებაში დაეხმარება.

4. გამოიყენეთ თქვენი ელ. ფოსტა როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი. თქვენს ფოსტაში ხელმოწერად მიუთითეთ თქვენი ვირუსის ბმული, რაც ხალხს საშუალებას მისცემს ადვილად ნახოს თქვენი ვიდეო ან სურათი.

5. ვიდეოკლიპები ძალიან პოპულარულია ინტერნეტში. ამიტომაც, თუ გაქვთ კარგი იდეა ამგვარი ფორმატი ისე გავრცელდება ვებ სივრცეში, როგორც ტყეში ხანძარი.

6. არანაკლებ მნიშვნელოვანია კავშირი სამიზნე აუდიტორიასთან. თქვენ შეძელით მათი ყურადღების მიქცევა, ისინი ემოციურად დაიმუხტნენ და ახლა ამაზე საუბარი სურთ. ამის გასაკეთებლად საუკეთესო საშუალებაა - კომენტარები. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კარგი ვირუსული კამპანია გამოიწვევს არაერთგვაროვან ემოციებს. ნაწილს მოეწონება,გარკვეული ნაწილიც გაღიზიანებული იქნება. თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამასთან ერთად არ უნდა დაუშვათ , რომ ხალხი ერთმანეთს ებრძოდეს!

7. არ შეზღუდოთ წვდომა!

ვირუსული მარკეტინგი ესაა კამპანია, რომელიც ვრცელდება თავისით. იმისათვის, რომ ვირუსი გავრცელდეს, იგი უნდა იყოს თავისუფალი. არ მოითხოვოთ, რომ სამიზნე აუდიტორია რეგისტრირდებოდეს, იწერდეს სპეციალურ პროგრამას, ხდებოდეს წევრი, შეჰყავდეს პაროლი ან აკეთებდეს ისეთ რამეს, რაც მათ ინფორმაციაზე წვდომას მისცემდა.


No comments:

Post a Comment

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli