H&M (Hennes & Mauritz AB). ბრენდის ისტორია

   at    No comments:
 

შვედური კომპანია, სპეციალიზირდება მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების არაძვირადღირებული ტანსაცმლის საცალო გაყიდვებზე. ასევე ყიდიან კოსმეტიკას, ფეხსაცმელსა და სხვადასხვა აქსესუარს. ამ ასორტიმენტის შექმნაზე ასობით დიზაინერი მუშაობს. H&M - მსოფლიოში ერთ-ერთი და ევროპაში ყველაზე მსვილი
საცალო ქსელია.

ყველაფერი დაიწყო 1947 წელს, შვედურ ქალაქ ვესტეროსში (Västerås), სადაც ვინმე ერლინგ პერსონმა (Erling Persson) დააარსა კომპანია, რომელიც ყიდიდა მხოლოდ ქალის ტანსაცმელს. კომპანიას ერქვა Hennes, რაც შვედური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „მისი“ (საუბარია ქალზე, “Her”).

1968 წელს პერსონი ყიდულობს მაღაზიას „Mauritz Widforss“, რომელიც სპეციალიზირდებოდა მამაკაცის სანადირო და სათევზაო ტანსაცმელზე. მისი მთავარი მიზანი სტოკჰოლმში კომერციული ფართის შოვნა იყო და ბარემ გასაყიდი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა გადაწყვიტა. ასე შეიქმნა Hennes & Mauritz, რომელიც ყიდდა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელს.

1970 წლის დასაწყისში, ამავე კომპანიის მაღაზიები არამარტო შვედეთში, არამედ დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვყანაშიც გაჩნდა. ყველაფერი დაიწყო ნორვეგიით, შემდეგ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ.

1970 წლის დასაწყისში, ამავე კომპანიის მაღაზიები არამარტო შვედეთში, არამედ დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვყანაშიც გაჩნდა. ყველაფერი დაიწყო ნორვეგიით, შემდეგ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ.

80-იან წლებში ბიზნესი გადავიდა ერლინგის შვილთან, სტეფან პერსონთან, რომლის იდეაც იყო არაძვირადღირებული (რა თქმა უნდა არა ხარისხის ხარჯზე) პროდუქციის გაყიდვა. დაიწყო H&M-ის მთელ მსოფლიოში გავრცელება. ზუსტად მაშინ გაჩნდა პრინციპი: „მოდა და ხარისხი საუკეთესო ფასად“ (“Fashion and Quality at the Best Price”).

დღეს, H&M შედის არც თუ ისე ძვირი ბრენდების ასეულში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2009 წელს ბრენდმა დაიკავა 21-ე ადგილი Interbrands-ში და შეფასდა 15’ 000 000 000 დოლარად. ხალხი ძალიან იშვიათად იხსენებს კომპანიის სრულ დასახელებას.

დღეის მდგომარეობით, H&M-ის ათასობით, მაღაზია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული - საცალო გაყიდვის ობიექტების რაოდენობა ახლაც იზრდება. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს სტოკჰოლმში, შვედეთში.





No comments:

Post a Comment

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli