ბიზნესის 5 ოქროს წესი, რომელიც უნდა დაივიწყოთ

   at    No comments:
 

ძალიან მნიშვნელოვანია ვეყრდნობოდეთ სხვების გამოცდილებას, მაგრამ ზოგიერთი ნაბიჯი შეიძლება წინდაუხედავი აღმოჩნდეს  და ზიანი მიაყენოს ბიზნესს. შუამავალი პაციენტებსა და საავადმყოფოებს შორის, კომპანია Beryl, კრიზისის დროსაც კი
ვითარდებოდა და იზრდებოდა. საქმე ისაა, რომ ბიზნესის მფლობელებმა გადაწყვიტეს უგულებელჰყოთ ბიზნესის მართვის საზოგადოდ მიღებული წესები და ეხელმძღვანელათ კომპანიის საბაზო პრინციპებით. Beryl-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლ შპიგელმანი გვიყვება  8 წესის შესახებ, რომელიც კრიზისის რთულ წლებში მისთვის არ არსებობდა.



   1. აუცილებლად მოიზიდეთ გარე კაპიტალი:
2010 წლის იანვარში შპიგელმანი კომპანიის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, რადგანაც მიხვდა, რომ გარე პარტნიორი გააუმჯობესებდა მოკლევადიან ფინანსურ მაჩვენებლებს, მაგრამ უარყოფითად იმოქმედებდა იმაზე, რაც კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი იყო.

   2.  არ თქვათ უარი კლიენტებზე
თანამშრომლბის მიერ მთავარი ფასეულობების დავიწყების მიზეზი ხშირად, მსხვილი კლიენტია. Beryl-ის ერთ-ერთი კლიენტი ხალხისგან ფულს ისეთ პროდუქციაში იღებდა, რომელსაც ისინი არ უკვეთავდნენ. როდესაც პრეტენზიები გამოითქვა, კლიენტი Beryl-ის თანამშრომლებს სთხოვდა მოლაპარაკებოდნენ ხალხს შეენახათ "ნაყიდი პროდუქტი". Beryl-ში კი არ იყვნენ მიჩვეულნი ამგვარად მუშაობას და ამიტომაც უარი თქვეს კლიენტზე. კომპანიამ დაკარგა ფული, მაგრამ შეინარჩუნა სახელი. საბაზო ფასეულობები - ესაა ერთ-ერთი რამ ბიზნესში, რაც უცვლელი რჩება.

  3.  დაიტოვეთ ნიჭიერი კადრი, მაშინაც კი, როდესაც იგი არ ერგება კომპანიის კულტურას

შპიგელმანმა დაასაქმა შრომისმოყვარე მენეჯერი, რომელსაც ბრწყინვალე რეზიუმე ჰქონდა, თუმცა, ახალბედამ თანამშრომლების ნდობის მოპოვება ვერ შეძლო, რადგანაც მისი სტილი Beryl-ის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

  4.  ნუ დახარჯავთ ფულს გართობაზე

რთულ პერიოდში რთულია გამოყო გართობის თანხა, თუმცაღა კორპორატიული წვეულებები ზრდიან ჩართულობის დონეს და ამცირებენ სიზარმაცეს.

  5.  შეამცირეთ სწავლისა და ტრეინინგის ხარჯები

სწავლა სასარგებლოა როგორც თანამშრომლებისთვის ისევე დამსაქმებლისთვისაც. დასაქმებულები იძენენ გამოცდილებას, სწავლობენ ბევრ ახალს და თავს უკეთესად გრძნობენ, რადგანაც კომპანია მათში ინვესტიციას დებს.

No comments:

Post a Comment

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli