რა ღირდა სხვადასხვა ბრენდების ლოგოების შემუშავება?

   at    12 comments:
 

ლოგო, კომპანიის სტრატეგიული განვითარების მთავარი ელემენტია, მისი იმიჯია, უფრო მარტივად რომ ვთქვათ კომპანიის სახეა. ამა თუ იმ ბრენდის აღქმა მომხმარებლის მიერ სწორედ ლოგოს მეშვეობით ხდება და ამავე ბრენდთან ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და მომხმარებლის ემოციებს სწორედ ლოგო განსაზღვრავს. ზოგიერთ ბრენდს ლოგოს შექმნა მილიონები დაუჯდა, მაშინ, როცა ისეთი კომპანიებიც არსებობდა, რომლებმაც ლოგოს შექმნაში მხოლოდ 15$ გადაიხადეს. ზოგი კი სულაც არაფერს ხარჯავდა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ცნობილი კომპანიის მიერ ლოგოში გადახდილი თანხის ოდენობა.


     1. Google
     დახარჯულია: 0 $

მიუხედავად იმისა, რომ გუგლის ლოგო რამდენიმე წლის განმავლობაში იცვლებოდა, თავდაპირველი დიზაინი კომპანიის თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა, 1998 წელს, პროგრამა GIPM-ში შექმნა. სხვა პროტოტიპებს კი, პეიჯისა და ბრინის საერთო მეგობარი, რუტ კედარი ამზადებდა. რა თქმა უნდა უფასოდ.

     2. Coca-Cola
     დახარჯულია: 0 $
კოკა-კოლას ცნობილი ლოგოტიპი, ამავე კომპანიის დამაარსებელმა პარტნიორმა, ბუღალტერმა მ. რობინსონმა, 1886 წელს, შექმნა. ოფიციალური საიტის მიხედვით, რობინსონმა კოკა-კოლას ეს ლოგო იმიტომ "შესთავაზა", რომ ორი ასო "C" ერთად კარგად გამოიყურებოდა. მას უნიკალური ლოგოს შემუშავება სურდა, ამიტომაც ძალიან ცდილობდა, მანამ, სანამ სპეციალური ხელნაწერი ფონტი "Spencerian" არ შექმნა, რომელიც იმ დროისთვის დამახასიათებელ ხელნაწერს ასახავდა.

     3. Twitter
     დახარჯულია: 15 $
დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ფრინველი (ჩიტი) კომპანიამ ფოტო სურათების ბანკში 15 დოლარად შეიძინა . სურათის ავტორი იაპონიაში მცხოვრები ბრიტანელი მხატვარი სეიმონ ოქსლია. მან ნამუშევრის სანაცვლოდ 6 დოლარი მიიღო. დროთა განმავლობაში Twitter-ის ჩიტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა და უფრო თანამედროვე იერი მიიღო.

     4. Nike
     დახარჯულია: 35 $
კომპანიის თანადამფუძნებელმა, ფილ ნაითმა ნაიკის ცნობილი ლოგო 1971 წელს, სტუდენტი გოგონასგან შეიძინა, რომელიც გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა. ნაითმა, რომელიც ამ გოგონას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, საათში 2 დოლარი შესთავაზა იმისათვის, რომ მას დიაგრამები და ლოგოები ეხატა. "მე არ მომწონს, მაგრამ იმედია ოდესღაც მომეწონება" - თქვა ნაითმა ნაიკის ლოგოზე და გოგონას 35 დოლარი გადაუხადა.

     5. Pepsi
     დახარჯულია: 1'000'000 $
ლოგო სტუდია Arnell Group-მა 2008 წელს გაანახლა.

      6. BP (British Petroleum)
     დახარჯულია: 211'000'000 $
2008 წელს კომპანია BP-მ ლოგოში 211 მილიონი დოლარი გადაიხადა. სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather ისე უნდა შეეცვალა დიზაინი, რომ ხალხს ამ კომპანიის ნდობის სურვილი გასჩენოდა.
    

12 comments:

  1. endnote-crack-with-product-key
    could be your best, and the best device for dividers provides the origin for those students composing on particular topics. It is a tool that offers some kinds of papers to the solution.
    new crack

    ReplyDelete
  2. boris fx mocha pro crack Thanks for this post, I really found this very helpful. And blog about best time to post on cuber law is very useful.

    ReplyDelete
  3. Avira Antivirus Pro 2022 Crack is the most recent edition of the waitperson program that is currently nearby. Notwithstanding the detail that the risk of dose by contaminations
    https://freeforfile.com/avira-antivirus-pro-crack-download-key/

    ReplyDelete
  4. I am very thankful for the effort put on by you, to help us, Thank you so much for the post it is very helpful, keep posting such type of Article.
    ChrisPC Anonymous Proxy Pro Crack
    Mortal Kombat X
    Light Image Resizer Crack

    ReplyDelete
  5. Here at Karanpccrack, you will get all your favourite software. Our site has a collection of useful software. That will help for your, Visite here and get all your favourite and useful software free.
    Bluestacks Crack

    ReplyDelete

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli