3. სანამ რომელიმე, თქვენი კრეატიული აზროვნებით მიგნებულ საქმეს დაიწყებდეთ, ყველაფერი დეტალურად შეისწავლეთ, იმისათვის, რომ რამე შეცდომა არ დაუშვათ და ყველაფერი სწორად გათვალოთ.
პრობლემა ისაა, რომ სწორედ შიში ხდება უმოქმედობის თავი და თავი. შემინი ფიქრობს, რომ ყველა საქციელს აქვს თავისი რისკი და ამ რისკის შესაბამისი ფასი, ისევე როგორც ყოველ უმოქმედობას. ძალიან ხშირად, ადამიანები უარს ამბობენ დაიწყონ თავიანთი საქმე, იმიტომ რომ, ფულის დაკარგვის ეშინიათ. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ გამოცდილება, რომელსაც ახლა მიიღებთ, მომავალში უფრო მეტის გამომუშავების შესაძლებლობას მოგცემთ.
2. ვაკეთოთ მხოლოდ ის, რასაც პროფესიონალები გთავაზობენ.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ, რომ მოუსმინოთ და მიიღოთ ფინანსური სპეციალისტის რჩევები, დაინტერესდით, თუ რაში უხდიან მას ფულს. კი, ხშირად ამართლებს ხოლმე ამგვარი ფინანსური სპეციალისტის რჩევები და ხშირად შეიძლება მოუტანოს კლიენტს ძალიან დიდი ფული, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ ეს არ გეხებათ. ფული, რომელსაც იღებენ დიდ კონსულტაციურ კომპანიებში მომუშავე ადამიანები, არის ის ფული, რომელსაც თქვენ კარგავთ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ყურადღებით უნდა შეისწავლოთ, თუ ვისთან გაქვთ საქმე.
1. ყოველთვის იქონიეთ გეგმა.
შეიძლება გსმენიათ ისეთი მოვლენების არსებობის შესახებ, რომელთა ხდომილების ალბათობაც ნოლის ტოლია. ასეა თუ ისე, ეს მოვლენები ხდება და უფრო მეტიც, ხდება ძალიან ხშირად. ხანდახან ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება ხოლმე როგორც არ დაგვიგეგმავს, ბიზნესში კი 1 საათში შეიძლება ყველაფერი რვაჯერ შეიცვალოს, ასე რომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ეს კი ნიშნავს, რომ არა ერთი გეგმა უნდა გვქონდეს, არამედ როგორც მინიმუმ ათი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მთავარი გეგმა სრულიად შეიცვლება. ამის გამო შესაძლებელია მოგეცეთ შესაძლებლობა არსებითად მიუახლოვდეთ მიზანს.
No comments:
Post a Comment