რა არის დევიაცია და როგორია დევიანტი ადამიანი?

   at    No comments:
 
ოტის ჩემბერი არკანზასის შტატის მარიანას უმაღლეს სკოლას ამთავრებდა. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მისმა მილიონერმა ძმამ, ბილი ჯომრომლის ფინანსური იმპერიადეტროიტში მდებარეობდა, ხუთი თეთრი ლიმუზინი დაიქირავა და მთელი ოჯახითა და მეგობრებით ჩამოვიდა ცერემონიაზე დასასწრებად. როცა კორტეჟმა მსვლელობა შეაჩერა.
ძმებ ჩემბერებს ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე მისული ვარსკვლავების შესაფერი შეხვედრა მოუწყვეს. კამერები ჩხაკუნობდა, მოზარდები ყვიროდნენ, ხოლო ბავშვები ცდილობდნენ, ხელში ჩაეგდოთ მწვანე კუპიურები, რომლებსაც ბილი ჯო ავტოგრაფებივით არიგებდა. როდესაც ოტის ჩამბერსმა დიპლომი მიიღო, ისეთი აპლოდისმენტები ატყდა, თითქოს აუდიტორიის წინაშე ფეხბურთის სახელგანთქმული ვარსკვლავი ან საზეიმო სიტყვით გამოსული სტუდენტი იდგა. ოტისი არც სპორტული ნიჭით გამოირჩეოდა და არც სიბეჯითით ბრწყინავდა. სამაგიეროდ, მას ბრწყინვალე მომავალი ელოდა. სხვა სტუდენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ან არმიას შეუერთდებოდნენ, ან სამუშაოს მოძებნას შეეცდებოდნენ მემფისსა და ლითლ როკში, ოტისს გარანტირებული სამსახური ელოდა ოჯახურ ბიზნესში მაღალი ხარისხის ჰეროინით ვაჭრობაში.

მარიანას მკვიდრთათვის ოტისის ძმა ბილი წარმოადგენდა იმის ცოცხალ მაგალითსრომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ რა თქმა უნდა ადამიანი ძალიან მოინდომებს და არ იზარმაცებს. მოიჯარადეების ოჯახში გაზრდილი ბილი ჯორომელიც ბავშვობაში დილიდან საღამომდე ბამბას კრეფდა, ახლა ნიანგის ტყავის 1000 დოლარიანი ფეხსაცმლით დადიოდა, ძვირადღირებულ მანქანებს ატარებდა და უშურველად ახარჯავდა ფულს მრავალრიცხოვან ოჯახს. მიუხედავად ყველაფრისა, მან შეძლო ამერიკული ოცნების ასრულება, თუმცა უკანონო გზით _ ანუ ნარკოტიკებით ვაჭრობით _ დააგროვა თავისი სიმდიდრე.

თავდაუზოგავი შრომისა და უზარმაზარი შემოსავლების მიუხედავად ძმები ჩამბერსები დევიანტები იყვნენ.

დევიაცია - არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოების ფართოდ გაზიარებულ ზნეობრივ ღირებულებებსა და ნორმებს. იგი არ წარმოადგენს მხოლოდ ატიპურობის საკითხს (მაგალითად, სკაიდაივინგი არ არის ფართოდ გავრცელებული, მაგრამ დევიაციასაც არ წარმოადგენს). იმისათვის, რომ ქცევა დევიანტურად ჩაითვალოს, ის უნდა არღვევდეს სოციალურ სტანდარტებს.

ზოგ შემთხვევებში კულტურული სტანდარტები განისაზღვრება კანონით და ამიტომაც დევიაცია დანაშაულებრივი ქმედება გამოდის. თუმცა, კანონის ყოველი დარღვევა არაა დევიაცია. მაგალითად, ადამიანების უმეტესობა ხშირად აჭარბებს სიჩქარეს 30 - 40 კილომეტრ-საათით, მაგრამ ძალიან ცოტა განიხილავს ამ საქციელს მორალურ პრობლემად. სხვა შემთხვევაში დევიანტური ქმედება შეიძლება არ იყოს კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ აღიქმებოდეს როგორც არაეთიკური, ამორალური ან “ავადმყოფური”. ლექტორი, რომელიც პაემანს თავისსავე სტუდენტს უნიშნავს, არ ჩადის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მაგრამ საზოგადოების თვალში მისი საქციელი, უკეთეს შემთხვევაში, აღიქმება, როგორც “არამართებული. მრავალი უნივერსიტეტი თვლის, რომ ამგვარი ქმედება ლექტორის დათხოვნის პირდაპირი საფუძველია.


No comments:

Post a Comment

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli