მსოფლიო ძალიან საინტერესოდ შეიცვალა 5 წლის მანძილზე!

   at    No comments:
 
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs, შეადგინა იმ მნიშვნელოვან ცვლილებათა სია, რომლებიც 2010 - 2015 წლების მანძილზე მიმდინარეობდა. ამავე ბანკის მკვლევარებმა მსოფლიო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთანეთს 2010 წლიდან 2015 წლამდე მონაცემები შეადარეს. 


მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ, თუ 5 წლის წინ მსოფლიოში, ნავთობის მომპოვებელ კოპმანიას PetroChina ბაზრის კაპიტალიზაციაში ლიდერული პოზიცია ეკავა, ახლა უკვე იგი Apple-მა შეცვალა.

ასევე არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2010 წელს Brent ფირმის 1 ბარელი ნავთობი 95$ ღირდა, ხოლო 2015 წელს მისი ფასი 38$ გახდა. (60%-ით შემცირდა!). 2016 წლის, 14 იანვრის მონაცემებით კი Brent ფირმის 1 ბარელი ნავთობის ფასი 29.99$-ზე ჩამოვიდა. ასეთი დაბალი ფასები ბოლოს 12 წლის წინ დაფიქსირდა. ამის გამო ლონდონის ბირჟაზე ICE თებერვლის ფიუჩერსები ფასი 29.99$, ხოლო WTI ფიუჩერსები ნიუ-იორკის ბირჟაზე 30.31$ გახდა. 

5 წლის განმავლობაში. ნავთობის ფასი 60%-ით დაეცა, სმარტფონები ფუფუნების საგნებად აღარ მიიჩნევა, რაც ძალიან ნათლად ჩანს (Global Smartphone Penetration 2010 - 18.6$, 2015 - 74.65%), Facebook-ში 1'000'000'000 (მილიარდი) ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა, Bitcoin-ების (ფსევდოვალუტა) პოპულარობამ იმატა და Apple-მა PetroChina-ს ლიდერობა წაართვა.

ასევე სიაში ისეთი რაღაცეებიც მოხვდა რაც საერთოდ არ შეცვლილა. 


No comments:

Post a Comment

 
Copyright © 2014 ბიზნესის შესახებ All Right Reserved
Designed by Irakli